Reuters – ფედერალურმა მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, -ის ფედერალურმა მოსამართლემ, როის ლამბერტმა -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, რომ „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელების დახურვის მცდელობები შეაჩეროს.
ლამბერტმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაავალა, რომ სააგენტოს თანამშრომლებისა და კონტრაქტორების თანამდებობებზე დასაბრუნებლად „ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას“.
შეგახსენებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში 22 მარტს შეიტანეს.
მანამდე, 19 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში უჩივლა. 26 მარტს ფედერალურმა მოსამართლემ „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან