გამოცემა Axios – ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვა სურს და არა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის

ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვა სურს და არა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელების მხრიდან იმის ნიშნები ჩნდება, რომ მათ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვა სურთ, არა ტრამპის სამშვიდობო გეგმის“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ამასთან, Axois-მა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „საბოლოო შეთავაზების“ შინაარსი გამოაქვეყნა, რომელსაც დღეს, მისი სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი ლონდონში ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს წარუდგენს.
გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპის წინადადების თანახმად რუსეთი მიიღებს: აშშ-ის მიერ ყირიმზე რუსეთის კონტროლის „დე იურე“ აღიარება; რუსეთის მიერ ოკუპირებული თითქმის მთელი ლუჰანსკის ოლქისა და დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილების „დე ფაქტო“ აღიარება; პირობა იმისა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ გახდება, თუმცა უკრაინა შეიძლება ევროკავშირის წევრი გახდეს; 2014 წლის შემდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა; ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და სამრეწველო სექტორებში.
დონალდ ტრამპის გეგმის თანახმად უკრაინა მიიღებს:
„უსაფრთხოების სანდო გარანტიები“ ევროპის ქვეყნების სპეციალური ჯგუფის, ასევე არაევროპული ქვეყნების პოტენციური მონაწილეობით; რუსეთის მიერ ოკუპირებული ხარკოვის ოლქის მცირე ნაწილის დაბრუნება; მდინარე დნეპრის შეუფერხებელი დინება; კომპენსაცია და დახმარება აღდგენისთვის, თუმცა დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული, საიდან მოხდება ამის დაფინანსება.
ასევე, გეგმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხსაც მოიცავს. კერძოდ, იგი კვლავ უკრაინის ნაწილად განიხილება, თუმცა მას აშშ გააკონტროლებს და ელექტროენერგიას როგორც უკრაინას, ისე რუსეთს მიაწვდის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-მა გეგმა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან 11 აპრილს გამართული ოთხსაათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ შეიმუშავა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?