პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კატარის საგარეო უწყება- კატარი ზავის გასაგრძელებლად მუშაობს

კატარი ზავის გასაგრძელებლად მუშაობს, - ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა.
“კატარი დაინტერესებულ მხარეებთან ზავის გაგრძელების შესახებ მუშაობს“, - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
მაჯედ ალ-ანსარიმ აღნიშნა, რომ ამ მომენტში პრიორიტეტს სამოქალაქო პირების სიცოცხლე წარმოადგენს.
„მოლაპარაკების პროცესი ყველა ასპექტიდან გამომდინარე რთულია, ყველას თავისი მოთხოვნა აქვს, მაგრამ მოლაპარაკებების დროს ყველაზე რთული მხარე ისრაელი იყო“, - აღნიშნა მაჯედ ალ-ანსარიმ დოჰაში გამართულ ბრიფინგზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.