კატარის განცხადებით, ისრაელსა და “ჰამასს” შორის ჰუმანიტარული პაუზა შეთანხმებულია | რას მოიცავს ის

კატარმა, რომელიც შუამავალია ისრაელსა და “ჰამასს” შორის მოლაპარაკებებში განაცხადა, რომ შეთანხმებულ იქნა ჰუმანიტარული პაუზა.
მან დაადასტურა, რომ ბრძოლა ოთხი დღით შეჩერდება – “გახანგრძლივებას ექვემდებარება”.
შეთანხმება ითვალისწინებს 50 ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რომლებიც “ჰამასს” მძევლად ჰყავს, ს ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ.
მისი თქმით, “გათავისუფლებულთა რიცხვი გაიზრდება შეთანხმების განხორციელების შემდგომ ეტაპებზე”.
კატარმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული პაუზა შესაძლებელს გახდის დახმარების კოლონების მეტი რაოდენობით შესვლას ღაზის სექტორში და ჰუმანიტარული საჭიროებების მიწოდებას, საწვავის ჩათვლით.
დოჰა დაეხმარა ეგვიპტესთან და შეერთებულ შტატებთან ერთად გარიგების დადებას.