ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კატარი გასათავისუფლებელი ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების სიებს ყოველდღიურად მიიღებს

კატარი გასათავისუფლებელი ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების სიებს ყოველდღიურად მიიღებს. ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სპიკერმა მაჯედ ალ-ანსარიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კატარი „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიებს “ყოველდღიურ რეჟიმში” მიიღებს.
ამის შემდეგ კატარი სიას ისრაელის სადაზვერვო სამსახურს - მოსადს - გადასცემს, რომელიც თავის მხრივ კატარელებს გასათავისუფლებელი პალესტინელი პატიმრების სიას გადასცემს.
“როდესაც ორივე სია დადასტურებული გვექნება, მაშინ შეგვეძლება ხალხის გათავისუფლების პროცესის დაწყება…
შეთანხმება არსებობს დროის ინტერვალებზე: ყოველ დღე ჯგუფი გათავისუფლდება”, - განაცხადა ალ-ანსარიმ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ გათავისუფლების შემდეგ მძევლები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადაეცემიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.