არქივი24 ნოემბერი, 2023, 19:41
კატარის საგარეო უწყება ადასტურებს, რომ ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მათი გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით მოხდა.
მიღწეული შეთანხმებით, 4-დღიანი ზავის განმავლობაში „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს 50 მძევალი, ისრაელი კი საპატიმროებიდან 150 პალესტინელს გამოუშვებს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.