არქივი24 ნოემბერი 2023, 17:40
ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა - კატარის საგარეო უწყება
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ ისრაელმა 39 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მათი გათავისუფლება კატარის შუამავლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით მოხდა.
შეთანხმების თანახმად, „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს 50 მძევალი, ისრაელი კი საპატიმროებიდან 150 პალესტინელს გამოუშვებს.
არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.