ისრაელს “ჰამასის” წინააღმდეგ ომში ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის ვერც საერთაშორისო ზეწოლა – ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელს “ჰამასის” წინააღმდეგ ომში ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის ვერც საერთაშორისო ზეწოლა – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე გააგრძელებს. ამავე პოზიციაზეა ისრაელის მთავრობის უმეტესობა. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა შეცდომა და “ჰამასისთვის” “საჩუქარი” იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გუშინ მიიღო “არასავალდებულო” რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. საკითხის განსახილველად დღეს ისრაელში თეთრი სახლის ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი – ჩადის. ჯეიკ სალივანი ახლო აღმოსავლეთში სხვა ქვეყნებსაც ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც