არქივი17 დეკემბერი, 2023, 08:34
"ჰამასის" წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ისრაელს ვერაფერი შეაჩერებს, ვერც - საერთაშორისო ზეწოლა - ბენიამინ ნეთანიაჰუ
"ჰამასის" წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ისრაელს ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის, ვერც საერთაშორისო ზეწოლა", – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
სამხრეთ ისრაელის სამხედრო ბაზაზე, ჯარისკაცებთან საუბრისას, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე.
"მინდა, ნათლად ვთქვა: ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. ასეთი შეკითხვა საერთოდ არ არსებობს, ამას ვამბობ ასევე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. ვერაფერი შეგვაჩერებს, მივდივართ ბოლომდე, გამარჯვებისკენ, ვიდრე "ჰამასი" არ განადგურდება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.