ჯეიკ სალივანი – „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება – აშშ ისრაელს არ კარნახობს, რა უნდა გააკეთოს

არ არსებობს უთანხმოება იერუსალიმს და ვაშინგტონს შორის, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას თვეები დასჭირდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ისრაელში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები ისრაელს არ კარნახობს, როგორ იმოქმედოს.
„თეთრ სახლს ჰქონდა ძალიან კარგი დისკუსიები კონფლიქტის ვადებსა და შემდგომ ეტაპებზე გადასვლაზე, მაგრამ ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ ვინმეს ვუთხრათ: თქვენ უნდა გააკეთოთ X, ან უნდა გააკეთოთ Y“, – აღნიშნა სალივანმა ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას, რომ თეთრი სახლი, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამო, ზეწოლას ახდენს ისრაელზე, რათა მან ომის მიმდინარე ფაზა რამდენიმე კვირაში დაასრულოს.
„ისრაელელმა კოლეგებმა დააფიქსირეს მათი მიზანი, განასხვაონ მშვიდობიანი მოქალაქეები მებრძოლებისგან და უდანაშაულო ადამიანებისთვის ზიანის მიყენება აღკვეთონ“, – აღნიშნა სალივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ