ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რიში სუნაკი - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - ისრაელს უფლება აქვს „ჰამასის“ საშინელი ტერორისტული თავდასხმისგან თავი დაიცვას, მაგრამ ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
„ნათელია, რომ ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და არავის სურს, რომ ეს კონფლიქტი საჭიროზე მეტხანს გაგრძელდეს“, - განაცხადა რიში სუნაკმა.
რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თანმიმდევრულ მოწოდებებს აკეთებს.
„აშკარაა, რომ ისრაელს უფლება აქვს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული საშინელი ტერორისტული თავდასხმისგან თავი დაიცვას, მაგრამ მან ეს ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.