ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ღაზა ცეცხლშია გახვეული - უკან არ დავიხევთ, ვიდრე მისია არ შესრულდება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ღაზა ცეცხლშია გახვეული - უკან არ დავიხევთ, ვიდრე მისია არ შესრულდება

ღაზა ცეცხლშია გახვეული, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს. „ისრაელის თავდაცვის ძალები ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ურტყამს. ჩვენ უკან არ დავიხევთ, სანამ მისია არ შესრულდება“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
მისი თქმით, „ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან, რათა „ჰამასის“ დასამარცხებლად და მძევლების გასათავისუფლებლად შესაბამისი პირობები შექმნან“.
შეგახსენებთ, დღეს ღამით, ისრაელმა ქალაქ ღაზას ოკუპაციის მიზნით სახმელეთო შეტევა დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ ღაზადან 350 000-ზე მეტი პალესტინელის ევაკუაცია განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.