ისრაელის თავდაცვის ძალები – ქალაქი ღაზა 400 000-მდე პალესტინელმა დატოვა

ქალაქი ღაზა 400 000-მდე პალესტინელმა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ ქალაქ ღაზიდან 400 000-მდე პალესტინელის ევაკუაცია განხორციელდა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრაემ ქალაქის დასატოვებლად დროებითი მარშრუტების გახსნის შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მარშრუტი ღია მხოლოდ მომდევნო 48 საათის განმავლობაში იქნება.
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ღაზას აღების მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!