ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.
„მინისტრი სამხედრო თანამშრომლობის, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებისა და რუსული აგრესიის კონტექსტში უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხებს განიხილავს“, - ნათქვამია პოლონეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.