ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღაზაზე შეტევის განახლება აბსოლუტურად არასწორ გზას წარმოადგენს, რაც ისრაელის მთავრობას ნათლად ავუხსენით

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღაზაზე შეტევის განახლება აბსოლუტურად არასწორ გზას წარმოადგენს, რაც ისრაელის მთავრობას ნათლად ავუხსენით

ისრაელის მიერ ქალაქ ღაზაზე სახმელეთო შეტევის დაწყება მიუღებელია. შესაბამისი განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა გააკეთა.
„ქალაქ ღაზაზე შეტევის განახლება აბსოლუტურად არასწორ გზას წარმოადგენს. ჩვენ ამას უარვყოფთ და ეს ისრაელის მთავრობას ნათლად ავუხსენით“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა.
ისრაელის მიერ სახმელეთო შეტევის დაწყება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმაც გააკრიტიკა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ამ გეგმების წარდგენისთანავე განვაცხადეთ, რომ ძალის გამოყენებით ტერიტორიის ნებისმიერი სახით ცვლილება საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა. ღაზაში არსებული ვითარებით შეშფოთებულები ვართ“, - აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, დღეს ღამით, ისრაელმა ქალაქ ღაზას ოკუპაციის მიზნით სახმელეთო შეტევა დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ ღაზადან 350 000-ზე მეტი პალესტინელის ევაკუაცია განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.