არქივი16 ივნისი, 2025, 06:22
ირანის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის თავდასხმებს 224 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანში ისრაელის თავდასხმებს, პარასკევის შემდეგ, 224 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას CNN-ი ირანული მედიასაშუალება Mehr News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ჰოსეინ კერმანპურის მტკიცებით, დაღუპულთა 90 პროცენტზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა.
მისივე თქმით, 1 277 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
შეგახსენებთ, ისრაელმა პარასკევს დილით ირანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ბირთვული და სამხედრო ობიექტები დაბომბა, რის შემდეგაც ირანი და ისრაელი ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.