ისრაელში ირანის თავდასხმებს, საერთო ჯამში, 18 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის საგანგებო სიტუაციების ეროვნული სამსახურის, “მაგენ დავიდ ადომის” ცნობით, ირანის მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელში ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სასახურში აცხადებენ, რომ სამი ადამიანი ქალაქ პეტახ ტიკვაში დაიღუპა, ერთი კი – ბნეი ბრაკში.
ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმები ისრაელის ცენტრალურ და სანაპირო ტერიტორიებზე განხორციელდა, განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კოორპუსები და სხვა შენობები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ისრაელში პარასკევის შემდეგ ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.
ამასთან, ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 224 ადამიანი ემსხვერპლა, 1 277 კი -ჰოსპიტალიზებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია