Reuters – ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის ტანკების მიერ გახსნილ ცეცხლს 51 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან ისრაელის ტანკების მიერ გახსნილ ცეცხლს 51 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისრაელის ტანკებმა ხან იუნისში ცეცხლი მაშინ გახსნეს, როდესაც ადგილობრივები ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებს ელოდებოდნენ.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებს შემთხვევის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ჩემი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო