ისრაელში, ირანის მიერ განხორციელებული ახალი დარტყმების შემდეგ, საავადმყოფოებში კიდევ 86 ადამიანი მოათავსეს

ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ღამით და კვირას დილით, საავადმყოფოებში, სხვადასხვა დაზიანებით 86 ადამიანი მოათავსეს, - ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განახლებულ ინფორმაციაში მაღნიშნულია, რომ ორი ადამიანი საშუალო სიმძიმისაა, 77 - მსუბუქი, ოთხს - შფოთვითი აშლილობა აღენიშნება, ხოლო სამის მდგომარეობის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანის მიერ ისრაელზე დარტყმების დაწყებიდან საავადმყოფოებში ისრაელის 2 835 მოქალაქე გადაიყვანეს, მათგან 23 მძიმედ დაშავებული, 107 - საშუალო სიმძიმის, 2 555 - მსუბუქად დაშავებული და 119 - შფოთვითი აშლილობით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.