ირაკლი კირცხალია – ხვალ ყველა რეგიონსა და ქალაქშია დაგეგმილი ღონისძიებები, დარწმუნებულები ვართ, ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას ეკადრება

“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც მისი თქმით, თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.
“მოგეხსენებათ, ხვალ 26 მაისია, ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ქართველისთვის უმნიშვნელოვანესი დღე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მივულოცო სრულიად საქართველოს. ყველა რეგიონსა და ქალაქში დაგეგმილია ხვალ ღონისძიებები. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც ეკადრება ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას. უმრავლესობის სხდომას, რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ ჩვენი დელეგატები სხვადასხვა რეგიონიდან”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა