ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ძალიან მრავალფეროვანი სპექტრია ღონისძიებების, რომელიც გაიმართება იუბილის აღსანიშნად, მათ შორის, 26 მაისის აღნიშვნაც მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ღონისძიებები დაგეგმილია როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე საზღვარგარეთ, მათ შორის, საელჩოებში.
“არის ძალიან ფართო სპექტრი ღონისძიებებისა, მათ შორის, სამეცნიერო კონფერენციები, ექსპედიციები და ა.შ. ჩართული იქნება მოსახლეობის ყველა ფენა, ყველა თაობის წარმომადგენლები იქნებიან ამ ყველაფერში ჩართულები. რა თქმა უნდა, კომისიის სხდომაზე უკვე შევჯერდით, პრაქტიკულად, საბოლოო გეგმაზე და ამ დეტალურ გეგმას წარვუდგენთ საზოგადოებას.
კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი საზღვარგარეთ, მათ შორის, ჩვენს საელჩოებში, ემიგრაციაც იქნება აქტიურად ჩართული ამ ყველაფერში, ამისათვის დაგეგმილია სასულიერო პირების ვიზიტებიც საზღვარგარეთ. ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ,”- აღნიშნა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.