ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე- ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ

ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ჰყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში. “რატომ ვამბობ დანაყოფს, გადანომრილ, გადაღებილ პარტიებს? თითოეული ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ, თითოეულის ბიოგრაფიას რომ გადავხედოთ ყველა მათგანი არის აფილირებული კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, მინიმუმ მეხოტბეები და მხარდამჭერები არიან სისხლიანი რეჟიმის. ვერ შედგება ამ პარტიებიდან სხვადასხვა პარტია, იმიტომ რომ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ფიგურირებს ქვეყნის გარეთა სცენარში ყველა რეზოლუციაში, ყველა განცხადებაში, ყველა ქმედებაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა