ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილონ მასკი - ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია - თუ გავთიშე, მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება

ილონ მასკი - ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია - თუ გავთიშე, მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება

ვლადიმერ პუტინი, უკრაინის გამო, ფაქტობრივად, ფიზიკურ ორთაბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია. მთელი მათი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, თუ გავთიშე, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა შეჩერდეს და მშვიდობა უნდა დამყარდეს.
„რაც გულს მირევს, არის წლების ხოცვა-ჟლეტა ჩიხში, რომელსაც უკრაინა აუცილებლად წააგებს. ვისაც ნამდვილად აინტერესებს, ნამდვილად ფიქრობს და ნამდვილად ესმის, სურს ხორცსაკეპი მანქანის გაჩერება. მშვიდობა ახლავე!!“, - წერს მასკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.