ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ივანიშვილი, როცა ჩემთან ლანძღავდა პატრიარქს, მთავარი პრეტენზია ჰქონდა, რომ საპატრიარქო ჰპარავდა ფულს” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს, სამების ჯვრის ორჯერ ყიდვის თაობაზე. მას ჰქონდა მთავარი პრეტენზია იმაზე, რომ საპატრიარქო მას (ივანიშვილს), ჰპარავდა ფულს. რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ახლა, “სახელმწიფო რელიგიის” სტატუსის შემოღება სჭირდება და თუ დასცალდა გამოიყენებს ფულის არა მხოლოდ საკონტროლებლად, არამედ ფულის მეშვეობით სამართავად. საბედნიეროდ, ოქტომბრამდე ცოტა რჩება და შემდეგ საფრთხე იმისა, რომ “ოცნებამ” საკუთარ პოლიტიკურ საფლავში ჩაიყოლოს ეკლესია, საბოლოოდ მოიხსნება”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.