არქივი29 აგვისტო, 2024, 17:29
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს ...
"ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს, სამების ჯვრის ორჯერ ყიდვის თაობაზე.
მას ჰქონდა მთავარი პრეტენზია იმაზე, რომ საპატრიარქო მას (ივანიშვილს), ჰპარავდა ფულს.
რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ახლა "სახელმწიფო რელიგიის" სტატუსის შემოღება სჭირდება და თუ დასცალდა გამოიყენებს ფულის არამხოლოდ საკონტროლებლად, არამედ ფულის მეშვეობით სამართავად.
საბედნიეროდ ოქტომბრამდე ცოტა რჩება და შემდეგ საფრთხე იმისა, რომ "ოცნებამ" საკუთარ პოლიტიკურ საფლავში ჩაიყოლოს ეკლესია, საბოლოოდ მოიხსნება," - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.