მიხეილ სააკაშვილი – საბედნიეროდ, ოქტომბრამდე ცოტა რჩება და შემდეგ საფრთხე იმისა, რომ „ოცნებამ” საკუთარ პოლიტიკურ საფლავში ჩაიყოლოს ეკლესია, საბოლოოდ მოიხსნება

ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს, სამების ჯვრის ორჯერ ყიდვის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს პრეტენზია ჰქონდა იმის შესახებ, რომ მას საპატრიარქო ფულს ჰპარავდა.
„ივანიშვილი, როცა ჩემთან მრავალგზის ლანძღავდა პატრიარქს, ყოველთვის იშველიებდა მის მიერ დიდი ალბათობით გამოგონილ ფაქტს, სამების ჯვრის ორჯერ ყიდვის თაობაზე.
მას ჰქონდა მთავარი პრეტენზია იმაზე, რომ საპატრიარქო მას (ივანიშვილს), ჰპარავდა ფულს.
რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ახლა, “სახელმწიფო რელიგიის” სტატუსის შემოღება სჭირდება და თუ დასცალდა გამოიყენებს ფულის არა მხოლოდ საკონტროლებლად, არამედ ფულის მეშვეობით სამართავად.
საბედნიეროდ, ოქტომბრამდე ცოტა რჩება და შემდეგ საფრთხე იმისა, რომ “ოცნებამ” საკუთარ პოლიტიკურ საფლავში ჩაიყოლოს ეკლესია, საბოლოოდ მოიხსნება,“ – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ