ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იენს სტოლტენბერგმა კიევზე რუსეთის ავიაიერიში დაგმო

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო. მან მომხდარს „საზარელი“ უწოდა.
„რუსეთი უკრაინაში თავის სასტიკ ომს აგრძელებს. უკრაინის ქალაქებზე საშინელი სარაკეტო თავდასხმების მოწმეები გავხდით, რომელთა შედეგადაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ. ამ საზარელ თავდასხმებს ვგმობ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.