პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

კიევზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„კიევში 20 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა. კერძოდ, „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. 4 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 3 ბავშვია“, - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, სულ, 31 ადამიანი დაიღუპა და 125 დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.