არქივი8 ივლისი, 2024, 23:26
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი უკრაინაში თავის სასტიკ ომს აგრძელებს - ამ საზარელ თავდასხმებს ვგმობ
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშები დაგმო.
„რუსეთი უკრაინაში თავის სასტიკ ომს აგრძელებს. სწორედ დღეს, უკრაინის ქალაქებზე საშინელი სარაკეტო თავდასხმების მოწმენი გავხდით, რომელთა შედეგადაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ. ამ საზარელ თავდასხმებს ვგმობ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში 9-11 ივლისს გასამართ ნატო-ს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.