თუ “ნაციონალურ მოძრაობას” მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ მეც მოვუწერო ხელი მანიფესტზე – ბექა ოდიშარია

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მანიფესტის ირგვლივ ენმ-ში გამწვავებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
“მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მახსენებს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1903 წლის მეორე ყრილობას, სადაც საბოლოოდ მოხდა განხეთქილება ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის.
ეს გაფორმდა დიდი ხნით, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამ ჩვენს თანამედროვე ბოლშევიკებს ნამდვილად არანაირი პერსპექტივა არ აქვთ ხელისუფლების ხელში აღების, რადგან მათმა
“ოქტომბერმა” უკვე დიდი ხანია ჩაიარა. რაც შეეხება მანიფესტს, ის, როგორც წესი, რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენის გამო ქვეყნდება.
თუ “ნაციონალურ მოძრაობას” მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ მეც მოვუწერო ხელი მათ მანიფესტზე და თან დიდი სიამოვნებით,” – წერს ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს