ენმ არა მხოლოდ მარტივ მამრავლებად, არამედ ნაწილაკებადაც დაიშლება- პაციენტ-პატიმარ სააკაშვილის წერილები და ეპისტოლეები ამ ამბავს ვერ უშველის – ბექა ოდიშარია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მანიფესტმა ვერ დაასრულა. ორად გაყოფილ პარტიაში, მორიგი გაურკვევლობა მიხეილ სააკაშვილის მორიგმა სტატუსმა გამოიწვია. მმართველი გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ ენმ უკვე დაიშალა და აღდგენას აღარ ექვემდებარება.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ფიქრობს, რომ ენმ-ს განხეთქილებამ საზოგადოებას ბევრ რამეზე აუხილა თვალი.
“ენმ-ში არის დაწყებული დაშლის შეუქცევადი პროცესი. ენმ არა მხოლოდ მარტივ მამრავლებად, არამედ ნაწილაკებადაც დაიშლება. პაციენტ-პატიმარ სააკაშვილის წერილები და ეპისტოლეები ამ ამბავს ვერ უშველის.
ამ ადამიანებს ერთმანეთი უკვე სძულთ და მათი ლექსიკა ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები ვერასდროს ვერ შედუღდებიან. ახლა, როდესაც ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ კეზერაშვილი მართავს ყველაფერს დისტანციურად, ალბათ, საზოგადოებასაც უფრო მეტად აქვს ეს დამაჯერებლობის კოეფიციენტი, აქამდე თუ არ სჯეროდათ,” – აცხადებს ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას