ბექა ოდიშარია „ნაცმოძრაობის“ მანიფესტზე: თანამედროვე ბოლშევიკებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ ხელისუფლების ხელში აღების

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ მანიფესტს გამოეხმაურა.
„მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მახსენებს ს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1903 წლის მეორე ყრილობას, სადაც საბოლოოდ მოხდა განხეთქილება ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის.
ეს გაფორმდა დიდი ხნით, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამ ჩვენს თანამედროვე ბოლშევიკებს ნამდვილად არანაირი პერსპექტივა არ აქვთ ხელისუფლების ხელში აღების, რადგან მათმა „ოქტომბერმა“ უკვე დიდი ხანია ჩაიარა.
რაც შეეხება მანიფესტს, ის როგორც წესი რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენის გამო ქვეყნდება. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ მეც მოვუწერო ხელი მათ მანიფესტზე და თან დიდი სიამოვნებით,“ – წერს ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება