არქივი13 მარტი, 2025, 13:40
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთს მოუწოდებს, რომ „კონსტრუქციულად“ უპასუხოს ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის წინადადებას, რომელზეც აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთს მოუწოდებს, რომ „კონსტრუქციულად“ უპასუხოს ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის წინადადებას, რომელზეც აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ.
ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთის პოზიცია რუსეთის ომზე უკრაინაში თავიდანვე ნათელი იყო. მან ასევე გამოაცხადა მზაობა მხარდაჭერისთვის, მათ შორის, მოლაპარაკებების მასპინძლობით.
„იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რეგიონი მალე გამოვა ხაფანგიდან, რომელშიც დიდი ხანია არის და მიაღწევს მშვიდობას და სტაბილურობას“, — თქვა ერდოღანმა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.