არქივი12 მარტი, 2025, 22:40
რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ რუსეთი უკრაინის მსგავსად „კონსტრუქციულად უპასუხებს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას

ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი უკრაინასავით კონსტრუქციულად უპასუხებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ერდოღანი მიესალმა უკრაინის მიერ 11 მარტს ამერიკელებთან საუბრის შემდეგ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე დათანხმებას.
“ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ასევე კონსტრუქციულად უპასუხებს,” - განაცხადა ერდოღანმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.