ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიმედოვნებთ, რუსეთი კონსტრუქციულად უპასუხებს – ერდოღანი ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე

ვიმედოვნებთ, რუსეთი კონსტრუქციულად უპასუხებს – ერდოღანი ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელზეც უკრაინა და აშშ საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ.
ერდოღანმა უკრაინის გადაწყვეტილებას, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს „პოზიტიური და მნიშვნელოვანი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ამას რუსეთისგან კონსტრუქციული პასუხი მოჰყვება.
ამის შესახებ მან 12 მარტს, ანკარაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ახლა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს კონსტრუქციულად უპასუხებს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა დაადასტურა ანკარის მზადყოფნა ხელი შეუწყოს კიევსა და მოსკოვს შორის პოტენციურ მოლაპარაკებებს, რათა „ნებისმიერი წვლილი შეიტანოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში“.
11 მარტს საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინა დათანხმდა ცეცხლის დაუყოვნებლივ 30-დღიან შეწყვეტას, თუ რუსეთიც იგივე ნაბიჯს გადადგამს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.