ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეირანში ისმაილ ჰანიეს პანაშვიდი გადაუხადეს

თეირანში გაიმართა ისმაილ ჰანიეს, პალესტინელთა დაჯგუფების - ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელის პანაშვიდი. ირანმა განაცხადა, რომ 62 წლის ჰანიე 31 ივლისს ღამით მოკლეს თეირანში, თავის საცხოვრებელ სახლში, რაშიც ისლამური რესპუბლიკა ისრაელს ადანაშაულებს.
ჰანიეს მოკვლამ გააჩინა შეშფოთება, რომ მას შეიძლება ახლო აღმოსავლეთის ფართო კონფლიქტი მოჰყვეს.
ჰანიესადმი მიძღვნილ ლოცვას უძღვებოდა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი. ცერემონია ჩატარდა თეირანის ცენტრში, თეირანის უნივერსიტეტთან, სადაც შეიკრიბა ხალხი ჰანიეს პორტრეტებითა და პალესტინის დროშებით.
ჰანიეს მოგვიანებით კატარის დედაქალაქ დოჰაში დაასაფლავებენ.
აიათოლა ხამენეიმ მუქარა გამოთქვა, რომ ჰანიეს მოკვლისთვის „სასჯელი სასტიკი“ იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.