არქივი31 ივლისი, 2024, 10:41
რუსეთმა და თურქეთმა თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვა დაგმეს
რუსეთმა და თურქეთმა თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვა დაგმეს.
„ეს აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკური მკვლელობაა, რომელიც დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ბოგდანოვმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობა მიზნად ღაზაში მიმდინარე ომის რეგიონში გავრცელებას ისახავს.
„თეირანში, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამარცხვინო მკვლელობას ვგმობთ“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.