არქივი31 ივლისი, 2024, 09:53
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ირანსა და პალესტინას შორის კავშირს გააძლიერებს
ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ირანსა და პალესტინას შორის კავშირს გააძლიერებს, - ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ნასერ ქანაანი ავრცელებს.
„თეირანში, ისმაილ ჰანიეს მოწამეობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას, პალესტინასა და წინააღმდეგობას შორის ღრმა და განუყოფელ კავშირს გააძლიერებს“, - განაცხადა ქანაანმა.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.