არქივი31 ივლისი, 2024, 10:11
თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს
თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს, - ამის შესახებ განცხადებას ირანის რევოლუციური გვარდია ავრცელებს.
ისმაილ ჰანიეს დაღუპვა „ჰამასმაც“ დაადასტურა და იგი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.
„ჰამასის“ განცხადებით, ჰანიე თეირანში, მის რეზიდენციაზე განხორციელებული „სიონისტური თავდასხმის“ შედეგად დაიღუპა.
ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიე გუშინ, თეირანში ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.