თედო რეხვიაშვილი: აქ ის არაა მთავარი ეგ ხუმრობა კარგია თუ ცუდი, საუბარია დაკვეთილ სიძულვილზე, რის შედეგებსაც მომავალში მოვიმკით

მხატვარი თედო რეხვიაშვილი:
კაცი ცემეს იმის გამო, რომ ამ ხელისუფლებას არ მოსწონს მისი პოლიტიკური პოზიცია. ესაა და ეს, თორემ ვისაც ნოდარ დუმბაძე ადარდებს, კი მოისმენდა ვიდეოს სრულად. აქ ის არაა მთავარი ეგ ხუმრობა კარგია თუ ცუდი, საუბარია დაკვეთილ სიძულვილზე, რის შედეგებსაც მომავალში მოვიმკით. ეს ჯერ კიდევ არაფერია. რაც ამ ქვეყანაში თუნდაც არასწორად ან უხეში ფორმით უთქვამთ რაღაც, ასე რომ ვლეწოთ ერთმანეთი, ესაა სახელმწიფო?! თან ბოროტების ხარისხი წარმოიდგინეთ, როცა მსგავს განწყობებს დაკვეთით ქმნიან ვაიმედიები და სოციალური გვერდები.
პ.ს. ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაც და ისტორიაც საკითხავია ჩემთვის და ყველას ნათქვამიც, და ისაა ადამიანის თავისუფლება, რომ რაც უნდა ის იფიქროს და თქვას მისი ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის გარეშე (თან როდესაც ყველასთვის უნივერსალური არაფერია). სადაც ეს მინიმუმი არ მოიპოვება, იქიდან ტყეში წასვლა ჯობია. ვინც ამას ვერ იაზრებს ის არის პაპუასი, როგორც ჩემი ბევრზე თანამედროვე ბაბუა იტყვის ხოლმე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო