: ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა რუსეთის პრეზიდენტის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესაფასებლად

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი :
შეხვედრა მოკლედ შეიძლება შეჯამდეს უკიდეგანო და უიმედო მემარცხენე ჟურნალისტის, ფარიდ ზაქარიას ერთი წინადადებით: – პრეზიდენტ ტრამპს ეკუთვნის კრედიტი იმისათვის, რომ მტკიცედ იდგა და არანაირ წამგებიან შეთანხმებაზე არ წასულა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგა. -შეთანხმება ვერ შედგება, სანამ შეთანხმება ვერ მოხდება – თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. ეს ერთი წინადადება არის ამერიკის პრეზიდენტის შეფასება.
რუსეთის პრეზიდენტს ამ ეტაპზე არანაირად აძლევს ხელს ომის შეწყვეტა. ხორცსაკეპი მანქანა ჯერჯერობით წარმატებით მუშაობს. რუსეთის ეკონომიკა ჭრიალით, მაგრამ უძლებს დაწოლას. ამიტომ, პუტინს იმედი აქვს რომ უფრო ადრე გამოიფიტება და შემდეგი შეხვედრა მისთვის ბევრად უფრო მომგებიან სამხედრო რეალობაში შედგება.
პრეზიდენტი ტრამპი იძულებულია რომ დაწოლა გაზარდოს რუსეთზე. ვნახოთ, რამდენად მოახერხებს ევროპელების აყოლიებას, რომ ინდოეთთან ნავთობით ვაჭრობას შეეშვან.
უკრაინასაც მოუწევს ცოცხალი ძალის მაქსიმალური მობილიზაცია და ფრონტის ხაზზე შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მცდელობა.
ცხადია, ამ დროის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა ამერიკული დაზვერვის ფსიქოლოგიური დეპარტამენტი. პუტინი ბუნაგიდან პირველად გამოვიდა და თანაც ამერიკის ტერიტორიაზე; ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა რუსეთის პრეზიდენტის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესაფასებლად.
სამხედრო ბაზაზე შეხვედრა თავისთავად სიმბოლო იყო იმისათვის, რომ ერთმანეთს სამხედრო ძალით დაპირისპირებული პირები შეხვდნენ. ავიაგამანადგურებლების “ალაიაში” გატარება იყო ფსიქოლოგიური დომინირების უძლიერესი შტრიხი. უღიმღამო ტაში თუ გახუნებული, ვიწრო წითელი ნაჭრის ზოლი ამ შტრიხთან მიმართებაში სავალდებულო თავაზიანობის მინიმალურ მოთხოვნილებას წარმოადგენდა.
ამერიკის პრეზიდენტმა საჯაროდ დაუდასტურა უკრაინას პატივისცემა, როცა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის დაურეკავს და შეატყობინებს შეხვედრის პერიპეტიებს.
სამწუხაროდ, “ხორცსაკეპი” მუშაობას გააგრძელებს. დიდი ალბათობით შემდეგი შეხვედრა არ მოხდება მანამ, სანამ ფრონტის ხაზზე არსებით ცვლილებებს არ ვიხილავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა