რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, თავდაპირველად ტრამპი და პუტინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, ხოლო შემდეგ შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაგრძელდება

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, ალასკაზე აშშ-ისა და რუსეთის სამიტი ორი ქვეყნის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრით დაიწყება.
„მოსალოდნელია, რომ ყველაფერი ხვალ, 15 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე (თბილისის დროით 23:30 საათი), ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბრით დაიწყება“, – განაცხადა იური უშაკოვმა.
ასევე, უშაკოვის განცხადებით, თავდაპირველად აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, ხოლო შემდეგ შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაგრძელდება.
რუსული მხარის დელეგაციის შემადგენლობაში უშაკოვის გარდა კიდევ ოთხი წევრი იქნება, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.
შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა