ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ალასკის სამიტის ზუსტი დრო, რუსეთის დელეგაციის წევრები და სხვა დეტალები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ალასკის სამიტის ზუსტი დრო, რუსეთის დელეგაციის წევრები და სხვა დეტალები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა 15 აგვისტოს დაგეგმილი ალასკის სამიტის დეტალებზე ილაპარაკა.

უშაკოვის თქმით, შეხვედრა ქალაქ ანკორიჯის მახლობლად, ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ბაზაზე, 15 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზე შედგება.

გარდა ამისა, დიპლომატმა რუსული დელეგაციის ხუთი წევრი დაასახელა, რომლებიც შეხვედრას დაესწრებიან:

  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი;
  • რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი;
  • რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი;
  • რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი;
  • რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი უცხოეთის ქვეყნებთან ეკონომიკური ინვესტიციებისა და თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი;

აშშ-ს დელეგაცია ასევე 5 ადამიანისგან შედგება, დელეგატების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

პუტინის თანაშემწის განმარტებით პრეზიდენტები როგორც შეხვედრის დაწყებამდე, ისე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კომენტარებს გააკეთებენ.

უშაკოვის თქმით, თავდაპირველად პირისპირ შეხვდებიან ტრამპი და პუტინი, ხოლო შემდეგ მოლაპარაკებების მაგიდას დელეგაციის სხვა წევრებიც მიუსხდებიან.

ალასკის სამიტის მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირება იქნება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.