ზაალ მიქელაძე: აშშ-სა და ბრიუსელს საქართველოში რევოლუციისა და გადატრიალების მოსაწყობად ისეთი ადამიანების გაზრდა სურდათ, რომლებიც მათთვის ყურმოჭრილი მონები იქნებოდნენ

პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელი კურსი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების უკმაყოფილებას იწვევს. მისი თქმით, განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. „როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ცდილობს, ჩინეთთან მეგობრობა გააღრმაოს, რატომღაც იგივეს გაკეთება ჩვენ გვეკრძალება. მთელი ამბავიც სწორედ ეს არის,-“განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საქართველოს არ უნდა მოუწიოს რომელიმე ძალის გავლენის ქვეშ მოქცევა და ქვეყანამ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება უნდა შეძლოს.
მისი თქმით, სწორედ ამ კონტექსტში აღიქმება ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაც. “რევოლუციისა და გადატრიალების მოსაწყობად ისეთი ადამიანების გაზრდა სურდათ, რომლებიც აშშ-ისა და ბრიუსელისთვის ყურმოჭრილი მონები იქნებოდნენ. როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ცდილობს, ჩინეთთან მეგობრობა გააღრმაოს, რატომღაც იგივეს გაკეთება ჩვენ გვეკრძალება. მთელი ამბავიც სწორედ ეს არის. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, უკვე გავიარეთ 70 წლის განმავლობაში, როდესაც ჩრდილოეთის ვასალი ვიყავით. ახლა ვიღაცეებს უნდათ, რომ ბრიუსელის ვასალი გავხდეთ. გამოჩნდა დიდი ქვეყანა – ჩინეთი, რომელთან შედარებითაც ჩვენ ერთი პატარა ქალაქივით ვართ, და ამხელა ქვეყანამ გადაწყვიტა, პატარა ქვეყანასთან თანასწორ და მეგობრულ ურთიერთობებში იყოს. სწორედ ამან შეაშფოთა ყველა,”- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება