ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გავაგრძელებთ საქართველოში იმ ადამიანების გვერდით მტკიცედ დგომას, რომლებსაც სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გავაგრძელებთ საქართველოში იმ ადამიანების გვერდით მტკიცედ დგომას, რომლებსაც სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ

გავაგრძელებთ იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ იმუშაონ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანების მიმართულებით, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ლუქსემბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

ამ კომენტარით შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას, რა არის მისი გზავნილი იმ ქართველებისთვის, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.

„შეშფოთებული ვარ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენებით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების გვერდით მტკიცედ დგომას, რომლებსაც სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ“, - დასძინა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.