სემ რაშვორთი – რეზოლუციის მთავარი პარაგრაფია: „საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“ – ეს სიტუაციის სიმძიმეს აღწერს

გაერთიანებულმა სამეფომ ორ მსხვილ პროსამთავრობო მაუწყებელს სანქციები დაუწესა – სირცხვილია, რომ დღეს, როდესაც ჩვენ აქ ვსხედვართ, ისინი დერეფანში იმყოფებიან, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სემ რაშფორთმა საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვფიქრობ, ამ რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი პარაგრაფია, რომ „საქართველოში ამჟამად არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები“. ეს სიტუაციის სიმძიმეს აღწერს, რომლის წინაშეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დგანან. ჩვენ მკაცრად უნდა დავგმოთ პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციული სასჯელები ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ. წელიწად-ნახევარი საარჩევნო პოსტერზე „რუსული ოცნების“ დაწერისთვის. როგორი განსხვავებული არ უნდა იყოს სხვადასხვა ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები, აშკარაა, რომ ეს სასჯელი არაპროპორციულია. ეს ანგარიში ძლიერია, მაგრამ მჯერა, რომ არასრულყოფილია ისეთი სახელების გარეშე, როგორიც მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და პაატა მანჯგალაძეა“, – განაცხადა სემ რაშფორთმა.

მისი თქმით, ღრმა შეშფოთება არსებობს სახელმწიფო მედიასთან დაკავშირებით.

„გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელებისთვის ორ მსხვილ პროსამთავრობო მაუწყებელს სანქციები დაუწესა. ვფიქრობ, სირცხვილია, რომ დღეს, როდესაც ჩვენ აქ ვსხედვართ, ისინი დერეფანში იმყოფებიან“, – აღნიშნა რაშფორთმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია