არქივი3 ივნისი, 2024, 07:50
ვოლოდიმირ ზელენსკი ფილიპინებს ეწვია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზელენსკი დღეს, ფილიპინების პრეზიდენტს, ფერდინანდ მარკოსს შეხვდება. შეხვედრის დეტალები, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება.
ზელენსკი შაბათ-კვირას სინგაპურში იმყოფებოდა. მან რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა, მათ შორის, ამერიკელ კონგრესმენებთან და პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან, ასევე სიტყვით გამოვიდა თავდაცვის ფორუმზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.