ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბელგიაში ჩავა, სადაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების გაფორმება იგეგმება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი შეხვდება მეფე ფილიპს, პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე დე კროოს და თავდაცვის მინისტრს, ლუდივინ დედონდერს. დაგეგმილია პრეზიდენტის ვიზიტი ავიაბაზაზე, სადაც უკრაინელი პილოტები F-16 ტიპის ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებზე წვრთნას გადიან.
მედიის ინფორმაციით, ესპანეთსა და ბელგიაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ორი კვირის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა ფრონტზე შექმნილი რთული ვითარების გამო გაუქმდა.
შეგახსენებთ, გუშინ ზელენსკი ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას უკრაინასა და ესპანეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.