არქივი1 ივნისი, 2024, 15:11
ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში, აზიის თავდაცვის სამიტზე სიტყვით გამოვა
ვოლოდიმირ ზელენსკი სინგაპურში, აზიის თავდაცვის სამიტზე სიტყვით გამოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას კონფერენციის ორგანიზატორი, ბასტიან გიგერიხი ავრცელებს.
„IISS Shangri-La Dialogue-ში ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან დროს ხდება. ჩვენ მის კომენტარებს მოუთმენლად ველით“, - განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორის, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) გენერალურმა დირექტორმა, ბასტიან გიგერიხმა.
კონფერენციის სესია, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას, კვირას, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.