არქივი6 ივნისი, 2024, 15:21
ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი ნორმანდიის ქალაქ კანის აეროპორტში დაეშვა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.